logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საერთოდ თუ აზროვნებენ, რომ სხვა სახელმწიფოს საქმეებში ერევიან?!
- +

8 აპრილი. 2022. 19:10

 

 

„იმ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების და ისეთი მეგობრობის დედა ვატირე, რომელიც რომელიმე ფიზიკურ პირზე, მით უმეტეს, სააკაშვილზე გადის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სააკაშვილმა, წლების განმავლობაში, მოახერხა და ქართულ-უკრაინული ურთიერთობები, არ აქვს მნიშვნელობა ვისი დახმარებით, კრიზისში შეიყვანა. ახლა მიადგა ლიეტუვას.

 

იმ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების და ისეთი მეგობრობის დედა ვატირე, რომელიც რომელიმე ფიზიკურ პირზე, მით უმეტეს, სააკაშვილზე გადის.

 

საერთოდ თუ აზროვნებენ, რომ სხვა სახელმწიფოს საქმეებში ერევიან და თუ ათვითცნობიერებენ, რა პრეტენზიები აქვს მოსახლეობას წინა ხელისუფლებასთან?!

 

მოიკითხონ, დღეს კიდევ ერთი კრიმინალი დააკავეს, პატიმრების დამცირების სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი.

 

ის ადამიანები მაკვირვებენ, კომენტარებში რომ წერენ, „მერე ვისი ბრალია?“ გაანალიზეთ, რამხელა თანხები აქვთ გატანილი და როგორი მხარდაჭერა აქვთ, მეტწილად ზუსტად ამ ნაძარცვი ფინანსების გამო.

 

ჰოდა, დაიმახსოვრეთ, ხალხმა უნდა შეინარჩუნოს მონაპოვარი და არ დაუშვას უმცირესობის დიქტატი. ხომ ხედავთ, უკვე ღია მუქარებზე გადადიან?!

 

ბევრჯერ მაქვს დაწერილი, რომ ხელისუფლება ყოველთვის უკეთესით უნდა შეიცვალოს, როცა შეიცვლება, ამ პოლიტიკური სუბიექტების რევანში არ უნდა დავუშვათ!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner