„დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდლის ზელენსკის მეთაურობით - იმ ზელენსკის, რომელიც „ჩამპალ ნარკომანად“ საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი 9 აპრილს, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას, სადაც ოლექსი გონჩარენკო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს.
„9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს - ეს ისე, სერიოზულად. ახლა კი - ძალიან სერიოზულად. დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის საკუთარ ქვეყანაში - უკრაინული ენის პრიორიტეტებისთვის. იმისთვის - რის წინააღმდეგ წლებია იბრძოდა გონჩარენკო. დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის მცდელობას - კიევში დააბრუნოს სააკაშვილის „ბრწყინვალების ორდენის“ კავალერი იანუკოვიჩი. ის იანუკოვიჩი - ვისი პარტიის აქტიური წევრი იყო გონჩარენკო. დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდლის ზელენსკის მეთაურობით - იმ ზელენსკის, რომელიც „ჩამპალ ნარკომანად“ საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ... ერთი კითხვა მაქვს ამ სამარცხვინო პერფორმანსში მონაწილეობის მიღების მსურველებთან - არ გიტყდებათ?“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.