logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „მგიმოელ“ ელენე ხოშტარიას გადაუწყვეტია, გონჩარენკოს სიტყვით გამოსვლას გაუწიოს ორგანიზება, რომელიც თავის დროზე უკრაინაში რუსული ენის დაკანონებას ითხოვდა და გეორგიევსკის ბაფთა შებნეული ამაყად დადიოდა
- +

8 აპრილი. 2022. 19:12

 

 

„უსუფაშვილი დაავიწყდა, ხოშტარიას, აი, ის უსუფაშვილი 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში რომ შევიდა და ბარემ მიხეილ გორბაჩოვიც ჩართოს ონლაინ რეჟიმში, მასაც ბევრი ექნება სათქმელი!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 9 აპრილს, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას, სადაც ოლექსი გონჩარენკო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს.

 

„9 აპრილი, ეს ის თარიღია, როდესაც ქართველებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის! სწორედ 9 აპრილს ჩახოცეს მესანგრეთა ნიჩბებით ჩვენი ქალები, მაგრამ ვერ ჩაკლეს ქართული მებრძოლი სული. წლები გავიდა და ამ თარიღს მნიშვნელობა არ დაუკარგავს, ადამიანები სწორედ ამ დღეს სანთლებითა და ყვავილებით იკრიბებიან, რათა მდუმარედ ქედი მოიხადონ დაღუპულთა წინაშე! ამ დღისთვის კი „მგიმოელ“ ელენე ხოშტარიას გადაუწყვეტია, გონჩარენკოს სიტყვით გამოსვლას გაუწიოს ორგანიზება - ადამიანის, რომელიც თავის დროზე უკრაინაში რუსული ენის დაკანონებას ითხოვდა და გეორგიევსკის ბაფთა შებნეული ამაყად დადიოდა. უსუფაშვილი დაავიწყდა, ხოშტარიას, აი ის უსუფაშვილი 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში, რომ შევიდა და ბარემ მიხეილ გორბაჩოვიც ჩართოს ონლაინ რეჟიმში, მასაც ბევრი ექნება სათქმელი!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner