პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ხობის რაიონულ ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირება მოხდა. ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კახა ბუკიამ განაცხადა, რომ მან და მისმა 80 კაციანმა გუნდმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„ნაციონალები" აღმოჩდნენ პარტიაში, რაც ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მიუღებელია. 80-დან 90-კაცამდე ვინც გუნდში იყო, მათ შორის აგიტატორებმა და ოფისის ხალხმა პარტია დავტოვეთ. მე თავმჯდომარე ვიყავი პარტიის, ძალიან ბევრი ვიშრომე, 5 000 კაციანი შეხვედრა გავმართე. ეს ადამიანები სულით და გულით "ნაციონალები" არიან, საუბარია კახაბერ ნადირაიასა და კონსტანტინე კემულარიაზე. ჩვენთვის მიუღებელია მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ნადარაია და მისი გუნდი, რადგან ისინი "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები გახლავთ", - განუცხადა ბუკიამ.