logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის
- +

8 აპრილი. 2022. 19:55

 

 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

ბორის ჯონსონის თქმით, საუბარია130 მილიონი დოლარის ღირებულების მაღალი კლასის სამხედრო აღჭურვილობის ახალი პაკეტზე.

 

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნის დამატებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების მაღალხარისხიან აღჭურვილობას, მათ შორის საზენიტო რაკეტებს, 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და საბრძოლო მასალებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner