logo_geo
eng_logo
უკრაინის მოქალაქეს რომელსაც შვილი საქართველოში შეეძინა მარტვილის მერმა საჩუქრები გადასცა
- +

8 აპრილი. 2022. 20:46

 

 

უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს, შვილი შეეძინათ. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეებს  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან სურმავამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

 

ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია.

 

უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს. მათ მარტვილის მკვიდრმა, გია დანელიამ საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ დაუთმო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner