„ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს ორშაბათს გადაეცემა,“ - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორშაბათს გადმოგვცემს ე.წ. კითხვარს. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში და სამეზობლოს მიმართულებით გადმოგვცემს შესაბამისს დოკუმენტს. ქართული მხარე სულმოუთქმელად ელოდება დოკუმენტს. კითხვარი არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოში შესაბამისი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს არის ინსტიტუტი,რომელიც გაუწევს კოორდინაციას ამ დოკუმენტზე პასუხების მომზადებას“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.,