logo_geo
eng_logo
იან კელი: პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიიღო
- +

10 აგვისტო. 2016. 14:53



აშშ-ს ელჩის იან კელის  განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა რეფერენდუმის არჩატარების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. როგორც კელიმ აღნიშნა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო.

ელჩის თქმით, ქორწინების თემა უნდა განისაზღვროს თუ არა, ამის შესახებ, ის ვერაფერს იტყვის.


„ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორი უნდა იყოს, უნდა ჩაიწეროს თუ არა ეს კონსტიტუციაში. ეს იყო პრეზიდენტის პრეროგატივა, მან მიიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი ჩარევის გარეშე მთავრობისგან, თუ დიპლომატიური კორპუსისგან",-განაცხადა იან კელიმ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ქორწინების განსაზღვრის თემაზე რეფერენდუმი არ დანიშნა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner