პოლონეთის პრემიერ-მინისტრზე ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პოლონეთში საფრანგეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
„საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ გადაწყვიტა, საფრანგეთის ელჩის გამოძახება“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ულტრამემარჯვენე ანტისემიტი უწოდა, რომელიც ლგბტ ადამიანებს კრძალავს.
ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში მაკრონმა ასევე აღწერა, როგორც „სამარცხვინო“ მორავეცკის კომენტარი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტის რუს კოლეგასთან ხშირი სატელეფონო ჰიტლერთან საუბარს შეადარა.
„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს საფრანგეთის სახელით ვესაუბრებოდი, რათა თავიდან აგვეცილებინა ომი და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეგვექმნა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
4 აპრილს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „არავინ აწარმოებდა ჰიტლერთან მოლაპარაკებებს“.