logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა
- +

9 აპრილი. 2022. 00:54

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.

 

„ჩემი დღევანდელი გზავნილი ნათელია: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოთხოვნა, რომელიც ხმამაღლა და მკაფიოდ დაფიქსირდა. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა მოგცეთ პირველი დადებითი პასუხი. ამ კონვერტში, ძვირფასო ვოლოდიმირ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ. ეს კითხვარი ჩვენი განხილვის საფუძველია უახლოეს თვეებში. აქედან იწყება თქვენი გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ვიქნებით თქვენს განკარგულებაში 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რათა ვიმუშაოთ ამ საერთო საფუძველზე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner