ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
„ჩემი დღევანდელი გზავნილი ნათელია: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოთხოვნა, რომელიც ხმამაღლა და მკაფიოდ დაფიქსირდა. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა მოგცეთ პირველი დადებითი პასუხი. ამ კონვერტში, ძვირფასო ვოლოდიმირ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ. ეს კითხვარი ჩვენი განხილვის საფუძველია უახლოეს თვეებში. აქედან იწყება თქვენი გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ვიქნებით თქვენს განკარგულებაში 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რათა ვიმუშაოთ ამ საერთო საფუძველზე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.