logo_geo
eng_logo
ბელგიაში დაწყებული ახალი სამთავრობო კამპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამცირონ ენერგიის მოხმარება, რათა უკრაინას დაეხმარონ და ქვეყანა ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთზე
- +

9 აპრილი. 2022. 00:58

 

 

ბელგიაში დაწყებული ახალი სამთავრობო კამპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამცირონ ენერგიის მოხმარება, რათა უკრაინას დაეხმარონ.

 

„ენერგიის ჭკვიანური გამოყენება კარგია თქვენი საფულესთვის. ეს გვეხმარება ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე და ასევე კარგია კლიმატისთვისაც“, - განაცხადა ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა ტინ ვან დერ სტრეტენმა ინიციატივის გამოცხადებისას.

 

სპეციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ კამპანიის მასალებში მოცემულია ხუთი მარტივი რჩევა, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება მოკლევადიან პერიოდში ენერგიის დაზოგვაში კომფორტის დაკარგვის გარეშე.

 

რჩევები მოიცავს თერმოსტატის ერთი გრადუსით შემცირებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგომოხმარების შემოწმებას, როგორიცაა მაცივრები და საყინულეები, სახლში ავტომობილის უფრო ხშირად დატოვებასა და მიკროტალღური ღუმელის გამოყენებას საკვების ხელახლა გასათბობად.

 

„მაგალითის მისაცემად ბელგიის მთავრობა ასევე ამცირებს ერთი გრადუსით გათბობას ფედერალური უწყებების შენობებში“, - განაცხადა ბელგიის სახელმწიფო მდივანმა, მატიო მიშელმა.

 

ბელგია რუსეთიდან ნავთობის 30%-ის, ურანის 20%-ისა და ბუნებრივი აირის 6%-მდე იმპორტს ახორციელებს.

 

ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელგიისათვის მიწოდების კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, როგორ განვითარდება კონფლიქტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner