logo_geo
eng_logo
მაკრონი პუტინთან სატელეფონო საუბრებზე: მაწუხებს მასთან საუბარი, არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ
- +

9 აპრილი. 2022. 01:29

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არ იყო ადვილი მომენტები.

 

„მაწუხებს მასთან საუბარი, არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

ემანუელ მაკრონი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრებს კიევთან კოორდინაციით აორგანიზებს.

 

„ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვეკითხები. ყოველ ჯერზე უკრაინის პრეზიდენტი მეუბნებოდა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია პუტინთან საუბარი. გააკეთე ეს იმიტომ, რომ მე არ შემიძლია მასთან საუბარი“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner