სოციალურ ქსელში შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი წერს.
“არის მოგონებები ღრმა ბავშობიდან, რომელიც მთელი ცხოვრება კადრად გრჩება, ასეა ჩემთვის 9 აპრილი.
დედასთან ერთად გორიდან სპეციალურად ჩამოსული, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერს.
მახსოვს ბევრი ანთებული სანთელი, მოტირალი ქალები შავებში, ბევრი ყვავილები და საოცარი სევდა დედას თვალებში.
მადლობა თავისუფლებისთვის!”- წერს ქეთი კოვზიაშვილი.