logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ვთვლი, რომ ამ რეფერენდუმზე ცალკე ფულის ხარჯვა, არ იქნება რეალური
- +

10 აგვისტო. 2016. 15:43



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ქორწინების განსაზღვრება მისთვის თავისთავად ცხადი მოცემულობაა და ამ რეფერენდუმზე ცალკე ფულის ხარჯვა არ იქნება რეალური.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ქვეყანას სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი.


„როგორც ჯანდაცვის მინისტრი,  ვფიქრობ, რომ ქვეყანას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი. ბევრი გამოწვევა აქვს, რაზეც უნდა იმუშაოს.  არ ვფიქრობ, რომ ეს პირველი ათეულის პრიორიტეტი იქნება. ჩემთვის პირადად ეს თავისთავად ცხადი მოცემულობაა და ვთვლი, რომ ამ რეფერენდუმზე ცალკე ფულის ხარჯვა, არ იქნება რეალური",-აღნიშნა სერგეენკომა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner