logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: კამპანია ორგანიზებული და ორიენტირებულია ამომრჩევლის გააქტიურებაზე
- +

10 აგვისტო. 2016. 15:43



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველთა გასაქტიურებლად ახალგაზრდულ კამპანიას  ოფიციალურად იწყებს. კამაპნიის პრეზენტაციას მარგველაშვილი ბაზალეთის ტრენინგცენტრში გამართავს.


მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი და მიმართული იქნება მხოლოდ იმისკენ, რომ ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე მივიდეს.


„დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა.  ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებული და ორიენტირებულია ამომრჩევლის გააქტიურებაზე. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია.  სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა", -  აღნიშნა მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner