logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ერის შეურაცხყოფა იყო
- +

10 აგვისტო. 2016. 15:59



 „რესპუბლიკური პარტია  საბოოლოდ დაემშვიდობა ხელისუფლებას და აქტიურ საარჩევნო პროცესში გადავიდნენ", - ამის შესახებ გაზეთ „ალიას"-თან ინტერვიუში აკადემიკოსი  ელიზბარ ჯაველიძე აცხადებს. ჯაველიძე „რესპუბლიკელებს" აკრიტიკებს და აცხადებს რომ, პარტია დიდი ხანია თამაშგარე მდგომარეობაშია. 


„ისინი ყოველთვის ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ ყველაზე განათლებულ და აქტიურ ძალად. ისინი მიმართულნი იყვნენ ყოველთვის ქართული სულიერების, ქართული ჯიშის წინააღმდეგ, თუმცა  როდესაც ქალბატონი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, ეს იყო მთელი ქართველი ერის შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება", - დასძენს ჯაველიძე და აქვე აღნიშნავს, რომ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად უშალოდ ამერიკის ელჩის მითითებით დაინიშნა.



„ცოლ - ქმარი უსუფაშვილიები ძალიან აქტიურად  დადიოდნენ აშშ-ში და ძირს უთხრიდნენ ირაკლი ღარიბაშვილს. მათ მიაღწიეს იმას, რომ ერთადერთი ეროვნული პოლიტიკური მოღვაწე, ხელისუფლებას  ჩამოაშორეს. ჩვენ ვიმყოფებით უზნეობის ჭაობში", - აღნიშნავს ჯაველიძე.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner