ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჩემსავით, დღემდე, ამ ცნობილ ფოტოზე ვინ ხედავდით დროშას?
სინამდვილეში, ხის ტოტზე შემოხვეული შავი ნაჭერი უჭირავს გოგონას ცნობილი ფოტოდან მარი ნანა მახარაძე-ს. იური მეჩითოვს ისეთი რაკურსი აქვს დაჭერილი, რომ შენობის ფონი შემოდის დროშის მეორე ფერად.
ფოტო 9 აპრილის სიმბოლოა და ეს დეტალიც კი სევდიანად სიმბოლურია: 33 წელი გავიდა, დროშაც გვაქვს, ჰიმნიც და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის საჭირო სხვა ყველა ატრიბუტიც, მაგრამ ასეთი ერთიანობა, როგორც მაშინ გვქონდა, შავი ფერის, შავი ნაჭრის ქვეშ, აღარ გვქონია მას შემდეგ“, - წერს ნანა აკობიძე.