logo_geo
eng_logo
ტრისტან წითელაშვილი : გიგი კალანდაძე რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობაშია მხილებული!
- +

10 აგვისტო. 2016. 15:59



სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის გიგი კალანდაძის ბრალდებას, თითქოს საიდუმლო ქართული ობიექტების შესახებ ინფორმაცია, რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჟონავს - უკვე მოჰყვა პრემიერისა და ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის კომენტარები.  ბრალდების მთავარი ობიექტი  პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილია, რომელიც გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას  ბრალდებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ „ნაცებს" რესურსი ამოეწურათ და თამაშში სისხლის სამართლის დამნაშავე, გენერალი გიგი კალანდაძე შემოჰყავთ.



„კალანდაძეს არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია ამ ცრუ დასმენისთვის. ამის გამო ვაპირებ კალანდაძესაც და „რუსთავი 2"-საც სასამართლოში ვუჩივლო. ისინი ჯიუტად ავრცელებენ ხმას, თითქოს 2011 წელს მე სამშობლოს ღალატის გამო გამასამართლეს. გიგი კალანდაძეს რა აქვს ჩემზე სათქმელი, როცა თვითონ რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობაშია მხილებული", - აცხადებს წითელაშვილი და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსებმა სხვადასხვა ხელმისაწვდომ საიტზე საჯაროდ გამოაქვეყნეს იმ სამხედრო ნადავლის ფოტოები, სადაც სააკაშვილის გენერალმა მათ, ფაქტობრივად აჩუქა. ნადავლში შედიოდა მე-4 ბრიგადის საბრძოლო დროშა.



„როდესაც დროშა მტერს უვარდება ხელში, ომის კანონის მიხედვით, ბრიგადის მეთაურმა თავი უნდა მოიკლას! რუსებმა საიტზე დადეს გიგი კალანდაძის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანება შეიარაღებულ ძალთა გადაადგილების შესახებ", - განმარტავს ტრისტან წითელაშვილი და აქვე მოითხოვს ახსნას სააკაშვილის რეჟიმის გენერლისგან, თუ რა გზით ჩაუვარდა ხელში მტერს ეს საიდუმლო დოკუმენტი.



მისივე განცხადებით, კალანდაძის ბრძანებით, ბრძოლის წინა ხაზიდან მოხსნენს 25 ერთეული ტანკი T -72,  რომელიც გორის სიახლოვეს, მინდორში დააყენეს.



„ტანკები იყო სრული საბრძოლო აღჭურვილობით და საწვავით გამართული. ამის შემდეგ სააკაშვილის გენერალიტეტი ფრონტიდან სამარცხვინოდ გამორბის, გიგი კალანდაძე  საკუთარი ხელით დაიხლის ფეხებში ტყვიას, რათა ეს სამარცხვინო გაქცევა გაამართლოს, ხოლო მტერი გიგის მიერ დატოვებულ ტანკებს ყოველგვარი მსხვერპლისა და დანაკარგის გარეშე ეუფლება", - აღნიშნავს წითელაშვილი.



ხოლო ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ისროლა სააკაშვილის გენერალმა მის წინააღმდეგ ბრალდება მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ, წითელაშვილი პასუხობს, რომ ისინი ცდილობენ, დანაშაულები, რაც თვითონ აქვთ ჩადენილი, სხვებს გადააბრალონ და ყურადრება საკუთარი პერსონებიდან სხვა მიმართულებით გადართონ.



„სააკაშვილის ხელისბიჭები შიშით ძრწიან, რადგან მათ მიერ ჩადენილი ფინანსური და სამხედრო დანაშაულები აშკარავდება და თითოეულ მათგანს კანონის ფარგლებში უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება!"-  აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner