მარიუპოლის შტურმით აღებას 10 ათასი რუსი ოკუპანტი ცდილობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან ერთობლივი გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ქალაქის დამცველებისთვის ძალიან რთულია, თუმცა, ისინი ახლა აკავებენ დიდ ჯარს და ხელს უშლიან მას აღმოსავლეთისკენ გადაადგილებას.