დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად დღეს მე ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შევხვდი.
ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ერთგულებას მოწმობს”, - წერს ბორის ჯონსონი ფეისბუქზე.