logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: 9 აპრილის ღამის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა - ამ მოვლენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და დიდი ზემოქმედება მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროცესების დაჩქარებაზე
- +

9 აპრილი. 2022. 21:46

 

 

1989 წლის 9 აპრილმა დააჩქარა და შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილის მოვლენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და დიდი ზემოქმედება მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მთელი რიგი პროცესების დაჩქარებაზე.

„რა თქმა უნდა 9 აპრილი დაკავშირებულია ჩვენთვის უდიდეს ტკივილთან, მაგრამ იმავდროულად ეს არის ქართველი ერის უზარმაზარი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება. მთელმა მსოფლიომ, სწორედ 9 აპრილის შემდეგ შეიტყო, რომ არსებობს საქართველო. მრავალმა და მრავალმა საერთაშორისო არენაზე არც კი იცოდა საქართველო თუ არსებობდა. იმ ღამის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. 9 აპრილის მოვლენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და დიდი ზემოქმედება მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მთელი რიგი პროცესების დაჩქარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner