logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: ყველა აღფრთოვანებულები ვართ იმ დიდი წინააღმდეგობის უნარით რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დასავლეთის მხარდაჭერა
- +

9 აპრილი. 2022. 22:24

 

 

დღეს ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ იმ დიდი წინააღმდეგობის უნარით და იმ ბრძოლისუნარიანობით რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დასავლეთის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არის ძალიან სერიოზული დახმარება. ეხმარებიან: შეიარაღებით, ფინანსებით, პოლიტიკურად..ყველანაირი თვალსაზრისით. ამ დახმარების გარეშე უკრაინა ამ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ეს არის რეალობა.

9 აპრილს ჩვენს ერს პირდაპირ დაუპირისპირდა საშინელი რუსული მანქანა, მერე აფხაზეთის ომი იყო ჩვენი სამამულო ომი, სადაც პირდაპირ ვებრძოდით რუსულ აგრესიას, რუსეთის მიერ დაირაზმა უზარმაზარი ინტერფრონტი მათი ფლაგმანობით ჩვენ წინააღმდეგ. ბევრმა დღეს არ იცის, რომ უზარმაზარი ძალა წამოვიდა ჩვენ წინააღმდეგ, ესეც რა თქმა უნდა იყო პირდაპირ რუსული აგრესია და ეს ომი წელიწადი და ორი თვე გრძელდებოდა იმ უმძიმეს პირობებში და მერე კიდევ ერთი აგრესია გადაიტანა საქართველომ აგვისტოს ომის სახით და სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ მარტონი ვიყავით, არ გვქონდა ეს საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner