logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანასა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს
- +

9 აპრილი. 2022. 22:26

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ BBC წერს.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას კიდევ 100 მილიონი ფუნტი სტერლინგით გაუზრდის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner