ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას კიდევ 100 მილიონი ფუნტი სტერლინგით გაუზრდის.