logo_geo
eng_logo
გლობალური კამპანიის შედეგად, უკრაინელების მხარდასაჭერად,10 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა
- +

10 აპრილი. 2022. 01:32

 

 

გლობალური ღონისძიებისა და კამპანიის „დადექი უკრაინისთვის” ფარგლებში, რომელიც მიზნად უკრაინელების დახმარებას ისახავს, დღემდე 10 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

აღნიშნული კამპანია 26 მარტს ევროკომისიამ და კანადის მთავრობამ წამოიწყეს.

”ქვეყნების, კომპანიების და ხალხის სოლიდარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ შუქს წარმოადგენს ამ ბნელ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და როგორც კი ბომბები შეწყვეტენ ვარდნას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელ ხალხს საკუთარი ქვეყნის აღდგენაში”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"იქნება ეს საკვები, წყალი, თავშესაფარი თუ სამედიცინო დახმარება - ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდში დგომას და გაგიწევთ დახმარებას, რომელიც ამ დროს გჭირდებათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას", - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner