უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, 4 553 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ირინა ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე 3 425 ადამიანი ჩავიდა. ასევე, წარმატებით განხორციელდა 529 მოქალაქის მელიტოპოლიდან ევაკუაცია.