„დედაქალაქ კიევთან ახლოს, ბუზოვაში, გათავისუფლებულ სოფელში, რომელიც კვირების განმავლობაში იყო ოკუპირებული რუსული ძალების მიერ, ათობით მშვიდობიანი მოქალაქის საფლავი აღმოაჩინეს“, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცხედრები ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, თხრილში იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დადასტურებული.