logo_geo
eng_logo
გიორგი ზაქარაშვილი: დაღუპულია 2 ქართველი მებრძოლი და დაჭრილია 4, მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება
- +

10 აპრილი. 2022. 12:45

 

 

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, დაჭრილია კიდევ 4 ქართველი. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

 

„ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ქართველი და დაჭრილია 4 ქართველი ხარკოვთან. ერთი არის საკმაოდ მძიმედ დაჭრილი. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. იყო ბრძოლა ოკუპანტთან, რუსეთის ჯართან. მეტი დეტალი ჩვენთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

 

მისი თქმით, გარდაცვლილი ქართველების გადმოსვენებას კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს.

 

უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული სამი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner