logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს ეწვევიან
- +

10 აპრილი. 2022. 12:46

 

 

11-13 აპრილს, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) წევრები საქართველოს ეწვევიან. ისინი განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთის მიერ უკაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში და შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მუშაობას.

 

დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „ევროპის ხალხთა პარტია“ (EPP)/ავსტრია; იოზას ოლეკასი, „სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D)/ლიტვა ელენა იონჩევა, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) /ბულგარეთი ლარს პატრიკ ბერგი (Lars Patrick BERG), ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR)/გერმანია ქვეკომიტეტი შეხვდება საქართველოში ევროკავშირს ელჩს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს; საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

 

დელეგაცია ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისებს მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და დააკვირდება მისიის მუშაობას გამყოფი ხაზის გასწვრივ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner