logo_geo
eng_logo
ლიეტუვის საგარეო უწყება: ლიეტუვა არ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში ორგანიზებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას
- +

10 აპრილი. 2022. 12:58

 

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

„ლიეტუვა არ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში ორგანიზებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner