ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ლიეტუვა არ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციის პირობებში ორგანიზებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.