„გასული 24 საათის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქის პოლიციამ 26 საჰაერო თავდასხმა დააფიქსირა. დაიბომბა ქალაქები - სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, რუბეჟნოე, კრემენაია, გორსკოე და ნოვოდრუჟესკი“, - ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, არიან დაღუპული და დაჭრილი ადგილობრივები.
„გუშინ ლუგანსკის ოლქის ქალაქებიდან დღის განმავლობაში თითქმის 600 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული. პოლიცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ფრთხილად იყვნენ, არ აიღონ უცნობი საგნები და არ შეეხონ აუფეთქებელ ჭურვებს“, - აღნიშნულია ნაციონალური პოლიციის განცხადებაში.