ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე, 1600 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, საკრებულოს მაჟორიტართან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ნინოშვილის ქუჩაზე ვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას. აღნიშნული ქუჩა ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სამანქანო გზას წარმოადგენს ჩვენს რაიონში. მიმდინარე წელს კიდევ ბევრი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი რაიონის მასშტაბით, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა. პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 120,000 ლარია.