ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ იმერეთის სამმართველოში, ოფიციალურად გახსნა.
„დაწესებულების მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მოვლენის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა. ღონისძიებას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დირექტორი, ღასან ხალილი და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), მხარდაჭერით აღიჭურვა. მსგავსი ტიპის პირველი დაწესებულება, 2020 წელს თბილისში, COVID-19-ის პანდემიაზე სწრაფი რეაგირებისთვის შეიქმნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.