გორში, მდინარე ლიახვის პირას, 18 წლის წინ გაუჩინარებული და მოკლული მოზარდის ცხედარი იპოვეს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მოზარდის გაუჩინარების საქმეში ფიგურირებს იაგო ნებიერიძე, რომელმაც 2018 წელს, გორში, 9 წლის გოგო მოკლა.
2019 წელს ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა.