logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: მე და ჩემმა მეგობრებმა 2003 წელსვე ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ბანდა!
- +

10 აგვისტო. 2016. 16:17



მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი წინა ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრის „სასაკლაომდე" „ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ შეურაცხყო ჟურნალისტები.


„სააკაშვილი რომ მოვიდა 2003 წლის ნოემბერში, მე მაშინ არათუ ვიფიქრე, მე და ჩემმა მეგობრებმა 2003 წელსვე ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ბანდა! ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, რა კატეგორიის ადამიანებთან გქონდა ურთიერთობა. მაშინ „ასავალ-დასავალში" ვმუშაობდი ჟურნალისტად, როდესაც  რიყეზე ვიწვნიე 7 ნოემბრის გემო პირველად...

 

ვიდრე ასე საჯაროდ დაერეოდა სააკაშვილის ზონდერხელისუფლება ჟურნალისტებს, პირველი კონდახი 2007 წლის 10 აგვისტოს გამთენიისას მომხვდა, როდესაც გამომცემლობა „სამშობლოდან", პირდაპირი გაგებით, კონდახის რტყმით მაგორავეს კიბეებზე ზონდერჯგუფებმა.

 

გრიშა ბაიბურთი ხელმძღვანელობდა ამ დარბევას, ის იყო ზონდერჯგუფის ხელმძღვანელი და მისი მითითებით არბევდნენ. შემდეგ ბაიბურთი „TV3"-ის გენერალურ დირექტორად მოგვევლინა და საბედნიეროდ, ის აღარაა ჟურნალისტიკაში ასე აქტიურად", - აღნიშნა გიორგი მამაცაშვილმა „ობიექტივის" ეთერში.


მისი თქმით, ამ დარბევის ფოტომასალაც არსებობს, თუ როგორ ყრიან გამომცემლობა „სამშობლოს" ფანჯრებიდან რელიქვიად ქცეულ წიგნებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner