logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რამდენად ღირებულებადაცლილი უნდა იყო, რომ 9 აპრილს, იმპერიასთან ბრძოლის სიმბოლურ დღეს, იმპერიის აღდგენის მომხრე გონჩარენკო, ტრაგედიის ადგილას ჩართვაზე მოიწვიო?!
- +

10 აპრილი. 2022. 17:16

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენად ღირებულებადაცლილი უნდა იყო, რომ 9 აპრილს, იმპერიასთან ბრძოლის სიმბოლურ დღეს, იმპერიის აღდგენის მომხრე გონჩარენკო, ტრაგედიის ადგილას ჩართვაზე მოიწვიო?!

 

რითი ვერ დაეხსენით МГИМО-ს გავლენებს?

 

წაიკითხეთ გინჩარენკოს ბიოგრაფია, ციფრული სამყაროა. ტიპი პოლიტიკაში მოვიდა უკრაინის ფედერალიზაციის და რუსეთ-ბელარუსის კავშირთან მიერთების იფიციალურად დეკლარირებული პროგრამით. პარტია "Союз"-ის პროგრამაში ჰქონდა გაწერილი ეს თეზისები. შემდეგ შეუერთდნენ იანუკოვიჩის პარტიას. რამდენჯერ უნდა დავწერო?!

 

ტელევიზიებმა სათითაო სახე დააფიქსირეთ, ვინც 9 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან, ხოშტარია-გონჩარენკოს აქციაზე მივა“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner