ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რამდენად ღირებულებადაცლილი უნდა იყო, რომ 9 აპრილს, იმპერიასთან ბრძოლის სიმბოლურ დღეს, იმპერიის აღდგენის მომხრე გონჩარენკო, ტრაგედიის ადგილას ჩართვაზე მოიწვიო?!
რითი ვერ დაეხსენით МГИМО-ს გავლენებს?
წაიკითხეთ გინჩარენკოს ბიოგრაფია, ციფრული სამყაროა. ტიპი პოლიტიკაში მოვიდა უკრაინის ფედერალიზაციის და რუსეთ-ბელარუსის კავშირთან მიერთების იფიციალურად დეკლარირებული პროგრამით. პარტია "Союз"-ის პროგრამაში ჰქონდა გაწერილი ეს თეზისები. შემდეგ შეუერთდნენ იანუკოვიჩის პარტიას. რამდენჯერ უნდა დავწერო?!
ტელევიზიებმა სათითაო სახე დააფიქსირეთ, ვინც 9 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან, ხოშტარია-გონჩარენკოს აქციაზე მივა“, - წერს ამირან სალუქვაძე.