logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: ცხინვალში ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, არის უკანონო
- +

10 აპრილი. 2022. 18:00

 

 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოეხმაურა.

 

„ცხინვალში ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, არის უკანონო. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის აღდგენილი, არიან დევნილები, ეს არის ფარსი და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისია ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც - დაგმობილია პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner