logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ნეიტრალიტეტზე ახლა ლაპარაკი იმიტომაა აუცილებელი, რომ ჩვენ ავცდეთ უბედურებას, საქართველო აცდეს უბედურებას
- +

10 აპრილი. 2022. 18:02

 

 

„ამხელა ტრაგედია, ამდენი მსხვერპლი, 11 მილიონი ლტოლვილი ხომ არ იქნებოდა, ჯერ კიდევ 19 თებერვალს ზელენსკის ნეიტრალიტეტისთვის რომ დაეჭირა მხარი?!“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„19 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერმა შოლცმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს აირჩევს, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას ჩააქრობს. მაშინ ზელენსკიმ უარი თქვა. ბოლო ერთი თვეა კი, თავად აცხადებს, რომ ნატოს იმედი აღარ აქვს და  ნეიტრალიტეტის გარდა, სხვა გზას ვერ ხედავს. შეთანხმების ტექსტის ვერსიაც გადასცეს რუსულ მხარეს, სადაც უკრაინა სწორედ ნეიტრალიტეტს ითხოვს. 8 აპრილს ზელენსკიმ გერმანულ გამოცემას  "ბილდი" სატელევიზიო ინტერვიუში განუცხადა, რომ დღეს უკრაინას სხვა გზა არა აქვს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს მოსკოვთან და ახლა პუტინთან შეხვედრას იხვეწება. ახლახანს პრეზიდენტ მაკრონისგან შევიტყვეთ, რომ პრეზიდენტ პუტინთან მუდმივი კავშირი აქვს და ამას ხშირად ზელენსკის თხოვნით აკეთებს. ამხელა ტრაგედია, ამდენი მსხვერპლი, 11 მილიონი ლტოლვილი ხომ არ იქნებოდა, ჯერ კიდევ 19 თებერვალს ზელენსკის ნეიტრალიტეტისთვის რომ დაეჭირა მხარი?!

 

ახლა უკრაინაში დიდი უბედურება ტრიალებს. ამ ფონზე ზელენკის მთავრობა საქართველოს მხარდაჭერის ხარისხით, თურმე, უკმაყოფილოა.   სინამდვილეში, ვიმეორებ: საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ და დიალოგი მოსკოვთან, ნეიტრალიტეტზე ახლა ლაპარაკი იმიტომაა აუცილებელი, რომ ჩვენ ავცდეთ უბედურებას, საქართველო აცდეს უბედურებას!

 

 ეს ყველა გონიერ ადამიანს ესმის“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner