საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სმოლენსკის ტრაგედიის წლისთავს ეხმაურება. ილია დარჩიაშვილი დაღუპულებს ხსოვნას აგებს პატივს და წერს, რომ ლეხ კაჩინსკი საქართველოს დიდი მეგობარი იყო.
„დღეს ვიხსენებთ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და 2010 წლის სმოლენსკის ტრაგედიის კიდევ 95 მსხვერპლს. პრეზიდენტი კაჩინსკი საქართველოს დიდი მეგობარი იყო, ხმამაღლა უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ბრძოლას ევროპული მომავლისთვის“, - წერს დარჩიაშვილი.