უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა ავტორი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. ასევე განვიხილეთ ანტირუსული სანქციები და უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური მხარდაჭერის საკითხები“, - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.