„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორში გამართულ პრესკონფერენციაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გორის მაჟორიტარობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.
„მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება პირადად ვიყარო კენჭი გორში. სწორედ შიდა ქართლიდან, გორიდან მინდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარება, ასევე ეკონომიკური აღორძინება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს, ვაჭრობა გაძლიერდეს და გორსა და შიდა ქართლში შეიქმნას შიდა ფენა",- განაცხადა ალასანიამ.