logo_geo
eng_logo
გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა
- +

10 აპრილი. 2022. 18:06

 

 

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

 

როგორც ელჩმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განუცხადა, უკრაინაში დაჭრილი 8 ქართველი მებრძოლიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულებს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და დახმარება ჩაუტარდათ. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა მოხდეს.

 

რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორი ქართველი მებრძოლის ცხედრებს, ამ დროისათვის ასევე ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

 

„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხერხდება ცხედრების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა. შესაბამისად, ამის მიხედვით დალაგდება დანარჩენი მარშრუტი“, - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

 

უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული სამი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner