logo_geo
eng_logo
ლატვიის საგარეო უწყება: ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
- +

10 აპრილი. 2022. 18:07

 

 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

„ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner