„რუმინეთი ოკუპირებული ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს“, - ამის შესახებ Twitter-ზე რუმინეთის ელჩმა საქართველოში, რეზვან როტუნდუმ დაწერა.
„რუმინეთი არ აღიარებს და არალეგიტიმურად მიიჩნევს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, როლებიც 2022 წლის 10 აპრილს ტარდება საქართველოს რეგიონის, ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემით უნდა გადაიჭრას“, - წერს ელჩი.
ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.