logo_geo
eng_logo
რეზვან როტუნდუ: რუმინეთი არ აღიარებს და არალეგიტიმურად მიიჩნევს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებიც საქართველოს რეგიონის, ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტარდება
- +

10 აპრილი. 2022. 18:34

 

 

რუმინეთი ოკუპირებული ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს“, - ამის შესახებ Twitter-ზე რუმინეთის ელჩმა საქართველოში, რეზვან როტუნდუმ დაწერა.

 

„რუმინეთი არ აღიარებს და არალეგიტიმურად მიიჩნევს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, როლებიც 2022 წლის 10 აპრილს ტარდება საქართველოს რეგიონის, ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემით უნდა გადაიჭრას“, - წერს ელჩი.

 

ცხინვალის რეგიონში 70-ზე მეტი საარჩევნო უბანი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნეს. 72 უბანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშია გახსნილი, 2 ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო თითო უბანი მოსკოვსა და სოხუმში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner