logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ისტორიულ 9 აპრილის დღეს წავიდა ავთანდილ რცხილაძე ზვიად გამსახურდიასთან
- +

10 აპრილი. 2022. 18:38

 

 

ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი, ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში ავთანდილ რცხილაძის გარდაცვალებას ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს:

 

„უზომოდ მეტკინა გული ავთანდილ რცხილაძის გარდაცვალების გამო! როცა ფეხი შევდგი ეროვნულ მოძრაობაში,ბ-ნი ავთო იყო იმ მცირე ადამიანთა ჯგუფში რომელიც თავიდანვე გავიცანი და თავად ის იყო ეროვნული მოძრაობის განუყოფელი ნაწილი...ის ძალიან ერთგული თანამებრძოლი გახლდათ ზვიად გამსახურდიასი და უამრავი ისტორიული მოვლენების უშუალო მონაწილე...რის გამოც მას არაპატიეს და რეპრესიების ქარცეცხლში მოაყოლეს, პუტჩის დღეებში დაატყვევეს და უსაშინლესად აწამეს მოღალატეებმა...მოგვიანებით მიყვებოდა,როცა გროზნოდან დაბრუნდა პრეზიდენტის დაკრძალვის შემდგომ,როგორ დააპატიმრეს და რა გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა...მე არ მახსოვს ეროვნული მოძრაობის მიტინგი სადაც ბ-ნი ავთო არ ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი  ყველა მიტინგის მთავრობის სასახლის წინ, რეგიონებში,მათ შორის სამაჩაბლოში,ასევე ავთანდილ რცხილაძეს მიჰყავდა ის უზარმაზარი მრავალ ათასიანი მიტინგი ზუგდიდში,როცა დევნილი პრეზიდენტი გროზნოდან სამეგრელოში დაბრუნდა...

 

ჩემთვის უზომოდ  დიდი პატივი იყო და მიხაროდა როცა თავის უმცროს მეგობარს მეძახდა...ტელეფონზეც ხშირად ვსაუბრობდით...ბ-ნ ავთოს ძალიან უჭირდა ამ ულმობელ,უსამართლო თანამედროვეობაში ცხოვრება და ამიტომ სულ ძველი ეპოქისკენ იყურებოდა. ერთხელ მომიყვა სიზმარი ვნახე,დავდიოდი თბილისის ქუჩებში და ვეღარ ვცნობდი გაუცხოებულ ქალაქს, ყველაფერი უცნობი იყო და ამ დროს მანქანით ჩამოიარა ზვიად გამსახურდიამ  და როგორც სჩვეოდა გულთბილი ღიმილით მომიკითხაო.მე ცრემლები წამომივიდა და ვთხოვე ბ-ნო ზვიად აქ აღარ მინდა, თქვენთან წამიყვანეთ თქო,ვეხვეწებოდიო,პრეზიდენტმა კი მითხრა:ჯერ ადრეა და მოგაკითხავო...

 

ისტორიულ 9 აპრილის დღეს წავიდა ავთანდილ რცხილაძე ზვიად გამსახურდიასთან!

 

ბევრჯერ მოგისაკლისებთ და გაგიხსენებთ ხოლმე, ჩემს უფროს მეგობარს“, - წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner