logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: რუსეთთან მოლაპარაკებებზე ფიქრიც კი რთულია, მაგრამ თუ ეს დამეხმარება თავიდან ავიცილო ის, რაც მოხდა ბუჩასა და კრამატორსკში, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ
- +

10 აპრილი. 2022. 20:35

 

 

დმიტრო კულებას თქმით, ბუჩასა და კრამატორსკში მომხდარის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკებებზე ფიქრიც კი რთულია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, კულება აღნიშნავს, რომ თუ მოწინააღმდეგესთან საუბარი მას მსგავსი მოვლენების თავიდან აცილებაში დაეხმარება, ამ შანსს გამოიყენებს.

 

„ძალიან რთულია ვიფიქრო იმაზე, რომ დავჯდე ადამიანებთან, რომლებმაც ეს საომარი დანაშაულები ჩაიდინეს ან ამის გამართლებას ეძებენ, მათთან, ვინც ასეთი საშინელი ზარალი მიაყენა უკრაინას. მაგრამ ერთი რამ მესმის - თუ რუსებთან საუბარი დამეხმარება თავიდან ავიცილო ხოცვა-ჟლეტა, როგორიც ბუჩაში იყო, ან თავდასხმა, როგორიც კრამატორსკზე განხორციელდა, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ“, - განაცხადა კულებამ.

 

ბუჩაში, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული აღმოაჩინეს, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე კი პარასკევს სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner